სასტუმროს შესახებ, Gudauri Loft




Gudauri Loft

Hotel



ახალი თანამედროვე სასტუმრო Gudauri Loft იმყოფება გუდაურის შუაგულში, საქართველოს საუკეთესო სამთო-სათხულამურო კურორტზე. სასტუმრო Gudauri Loft-მა პირველ სტუმრები 2017 წლის დეკემბერში მიიღო და მზად არის დაიპყროს ყველა დამსვენებელი სერვისის დონითა და კომფორტით. სასტუმროს სანომრე ფონდი შედგება ოთხი კატეგორიის ნომრებისაგან – Standard, Deluxe, Junior Suite, King Suite. რვასასრთულიანი შენობის ფანჯრებიდან იხსნება დიდებული ხედი კავკასიის მთის მწვერვალებზე, რომლის მიმართ არც ერთი სტუმარი გულგრილი არ დარჩება.

სასტუმრო Gudauri Loft სთავაზობს სტუმრებს ეწვიონ ევროპული და ქართული სამზარეულოს რესტორანს, სადაც მუშაობენ მაღალკვალიფიცირებული მზარეულები. სასტუმროს სტუმრებს შეუძლიათ მიიღონ Gudauri Loft-ის SPA კომპლექსის მომსახურება, რომელიც მოიცავს თბილ აუზსა და ჯაკუზს სასტუმროს სახურავზე, ფინურ და ორთქლის საუნებს, რომლის შემდეგაც შეიძლება მასაჟის მომსახურების გამოყენება მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტებისაგან. გუდაურის სპორტული და აქტიური ტურისტებისთვის სასტუმროში მოწყობილია სათხილამურო ოთახი სპორტული ინვენტარის შესანახად. კეთილმოსურნე და სტუმართმოყვარე პერსონალი ყურადღებიანია თითოეული დამსვენებლის მიმართ. ავტომობილის დატოვება სტუმრებს Gudauri Loft-ის ტერიტორიაზე შეეძლებათ. კომფორტაბელური ნომრები, მყუდრო და მეგობრული ატმოსფერო, მომაჯადოებელი მთის პეიზაჟები არ დატოვებს გულგრილს ყველაზე გამორჩეულ სტუმარსაც კი.





JOHN SMITH
Manager of Gudauri Loft Hotel

JANE SMITH
Manager of Gudauri Loft Hotel